პროექტის შესახებ

ამერიკული სახლები ახალი დეველოპერული პროექტია, რომელიც მომხმარებელს ხმაურიანი ქალაქიდან მოშორებით, ჯანსაღ გარემოში გამწვანებულ და კომფორტულ კერძო სახლებს სთავაზობს.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა იმსახურებს ეკოლოგიურად სუფთა ჰაერსა და დიდი ქალაქის ხმაურისაგან მოშორებულ გარემოში ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, თბილისში, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს #21-ში

ვაშენებთ ამერიკული ხარისხის სახლებს უნიკალური დაპროექტებით და გამწვანებული ეზოთი

9 ინდივიდუალური სახლი ბუხარით, ტერასებით, აივნებით, გამწვანებული და იზოლირებული ეზოებით, ჯამში 3303 მ² მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. თითოეული მათგანის პროექტი უნიკალურია და მომხმარებელს სურვილის მიხედვით, მომავალ საცხოვრებლად შეუძლია აარჩიოს როგორც აივნიანი, ასევე ტერასიანი სახლები.

კომპანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას როგორც გარემოს, ასევე მისი მომხმარებლის მიმართ, ჩვენი მიზანია სიმყუდროვისა და სიმშვიდის შექმნა ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. აქედან გამომდინარე, თითოეულ სახლს აქვს გამწვანებული ეზო როგორც წინა, ასევე უკანა მხარეს, რომელიც ჯამში 200 მ² მოიცავს.