#OK! შეიქმენი მყუდრო და კომფორტული გარემო AMERICAN HOMES-თან ერთად!

#OK! შეიქმენი მყუდრო და კომფორტული გარემო AMERICAN HOMES-თან ერთად!

ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სრული კომფორტი იმისათვის, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დაბრუნდეთ სრულიად სხვა სამყაროში. იქ, სადაც არ შეგაწუხებთ გამონაბოლქვი, ხმაური და გაღვიძებისთანავე ჩაისუნთქავთ სუფთა ჰაერს. დიახ! AMERICAN HOMES სწორედ ის კომპანიაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და უკვე დაიმკვიდრა განსხვავებული ნიშა საზოგადოებაში. OK! AMERICAN HOMES-ის დირექტორს, რუსუდან გაფრინდაშვილს ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიამბობს, თუ რას სთავაზობს კომპანია მომავალ მობინადრეებს.

გვიამბეთ კომპანიის შესახებ. როდის და ვინ დააარსა American Homes და დაწყებულია თუ არა უკვე მშენებლობა?

კომპანია American Homes 2018 წლის დეკემბერში დაარსდა და 2019 წლის აგვისტოში დავიწყეთ პირველი მშენებლობა. ეს არის ახალი გამოწვევა, რომელსაც, სრულიად განსხვავებული პროექტით, დედაქალაქში ცხოვრების ახალი სტანდარტის დამკვიდრების ამბიცია აქვს. ტერიტორია ჯამში 3300 მ²-ს მოიცავს და აშენდება 9 კერძო სახლი თავისი ინდივიდუალური ეზოთი და საპარკინგე ადგილით. ფაქტობრივად, შეიქმნება პატარა დასახლება, რომელიც დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ სრულად მოგწყვეტთ დამღლელი ქალაქისგან და შესაძლებლობა გექნებათ მშვიდად დაისვენოთ მყუდრო გარემოში.

თანამედროვე ადამიანს სურს იმაზე მეტი, ვიდრე მრავალსართულიანი ბინაა. ეს გახლავთ სივრცე, სადაც იქნება ფართო ეზოები, გამწვანება და სუფთა ჰაერი; ადგილი, სადაც დაგხვდებათ მეტი კომფორტი მთელი ოჯახისთვის და დაცული გარემო ბავშვებისთვის. სწორედ ამ მოთხოვნებმა გააჩინა იდეა და მასვე ემსახურება American Homes-ის კონცეფცია.

ყველა კერძო სახლი ორსართულიანი აშენდება, ტერასით და აივნით. ტერასა სახლის მე-2 სართულზე ღია იქნება და სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაკეთდეს ზამთრის ბაღი. ეს კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს გახდის სახლის ინტერიერს.

თითოეული სახლის საცხოვრებელი ფართი 209 მ²-დან იწყება. უკანა მხარეს იქნება თავისუფალი, 139 მ² გამწვანებული სივრცე, რომელიც იდეალური ვარიანტია ფანჩატურისთვის, აუზისთვის, საბავშვო მინი-ატრაქციონისა და სხვადასხვა ტიპის დანიშნულებისთვის.

რატომ American Homes?

American Homes იმიტომ დავარქვით, რომ გვყავს ამერიკელი ინვესტორი, რომელსაც ეკუთვნის ჩვენი პროექტის იდეა და სახლებსაც ამერიკული სტანდარტით ვაშენებთ. ჩვენს ინვესტორს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება უძრავი ქონების მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მისი ამ გამოცდილების ფონზე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენი კერძო სახლების პროექტი აუცილებლად მიანიჭებს განსაკუთრებულ სიამოვნებას მესაკუთრეებს.

რას სთავაზობს American Homes მომხმარებლებს და რა არის მისი მთავარი მიზანი?

სახლი ხომ ის ადგილია, სადაც მთელი ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყოველი დამღლელი დღის შემდეგ, ოჯახის წევრებთან ერთად დავსხდებით და კომფორტულ, მშვიდ გარემოში ერთმანეთს პირად ამბებს მოვუყვებით. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის − შევქმნათ სივრცე, სადაც ყოველი მისვლა სასიამოვნო და სასურველი იქნება. ქართული ტრადიციები და თანამედროვე ტენდენციები ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული. მობინადრეებს ვთავაზობთ სრულიად განსხვავებულ პროდუქტს. გვინდა, ჩვენი პროექტი ძალიან მიმზიდველი იყოს თითოეული დეტალით, ამისათვის კი ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს.

ტერიტორიულად სად შენდება სახლები?

სახლები ტერიტორიულად დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე შენდება. ეს ადგილი შემთხვევით არ აგვირჩევია, რადგან ფრედერიკ მონპერე შვეიცარიელი მოგზაური იყო, რომელმაც იმოგზაურა კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, და სწორედ მან შექმნა ჩვენი ქვეყნის პირველი გეოლოგიური რუკა. ჩვენი სახლებიც ერთგვარი მოგზაურობაა, რომელიც დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს საკუთარ მყუდრო გარემოში გვამოგზაურებს. ჩვენი ყოველდღიური რეალობიდან გამომდინარე, ადამიანებისთვის აუცილებლობას მწვანე გარემოში განტვირთვა წარმოადგენს და ეს უკვე შესაძლებელია საკუთარი სახლის კარსმიღმა.

გვესაუბრეთ პროექტის ვადებზე, ხარისხზე და გადახდის პირობებზე.

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლების ინტერესებზე, ამიტომ პროექტი სრულად პასუხობს იმ სეგმენტის მოთხოვნებს, რომლებსაც აქვთ ამ ტიპის სახლების შეძენის სურვილი. სახლები 209 მ² და 226 მ² ფართისაა. ეს მხოლოდ საცხოვრებელ ფართს გულისხმობს, რომელსაც ემატება 80 მ² ტერასა მე-3 სართულზე და 200 მ² მიწის ნაკვეთი, მოწყობილი საპარკინგე ადგილით და გამწვანებული ეზოთი. ტერასაც და კეთილმოწყობილი ეზოც პრაქტიკულად საჩუქარია მომხმარებლისთვის.

ჩვენი სახლები მინიმუმ მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება, სადაც ჩვენ პირველები ვნერგავთ ახალ სტანდარტს, რომელიც გულისხმობს შემდეგს − „მწვანე კარკასი მწვანე ეზოთი“. ესაა ჩვენი სტანდარტი და იმედს ვიტოვებთ, ეს ტენდენციად იქცევა თბილისში.

სახლები შენდება უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, რომელიც უსაფრთხოა ბავშვებისათვის. გარანტირებულია თბომედეგობა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.

ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება 3 სახლის მშენებლობა. იანვრიდან დაიწყება დანარჩენი სახლების მშენებლობა, რათა პირველი სამი მესაკუთრე მალე გადმოვიდეს თავისი ოცნების სახლში. შიდა განვადების პირობებიც ამაზეა მიბმული და მორგებულია მომხმარებელთა სურვილზე. შესაბამისად, თანხების გადახდა გადანაწილდება ისე, რომ კომფორტული იყოს ორივე მხარესთვის.

გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ბანკებთან, რომლებთანაც მომხმარებლებს შეუძლიათ, სახლი იპოთეკური სესხით შეიძინონ.

რა არის American Homes-ის მთავარი უპირატესობა და განმასხვავებელი ნიშანი?

უპირატესობა და განმასხვავებელი ნიშანი ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ კერძო სახლების მშენებლობაზე და არა მრავალსართულიან კორპუსებზე. თითქმის ყველა სამშენებლო კომპანია აშენებს მრავალსართულიან ბინას და ფაქტობრივად შეუძლებელია იპოვო კომპანია, რომელიც აშენებს „ამერიკული სახლების“ მსგავსი ტიპის დასახლებას, სადაც იქნება მყუდრო და მშვიდი გარემო, ხოლო სახლი აღჭურვილი კომფორტისთვის ყველა საჭირო დეტალით. სწორედ მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მათ მოთხოვნებზე მორგება წამოადგენს ჩვენს განმასხვავებელ ნიშანს ქართულ ბაზარზე.

უპირატესობას რაც შეეხება, ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოებაა. ნებისმიერ ჩვენს მომავალ მობინადრეს გარანტირებული ექნება შენობის უმაღლესი ხარისხის მასალებით აგება და უსაფრთხოება მათი შვილებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სახლიდან 5-10 წუთში შესაძლებელია ესტუმროთ სავაჭრო ცენტრებს, ჰიპერმარკეტებს, პოპულარულ McDonald’s-ს და აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სხვადასხვა რესტორანს. და ყველაზე მთავარი − აქ ყველაზე მეტი სიმწვანე და სიმყუდროვეა ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

სამომავლოდ არაერთი გეგმა გვაქვს. ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი პროექტები და თბილისის მასშტაბით ავაშენოთ ბევრი მსგავსი ტიპის დასახლება. ჩვენს ნიშას მუდმივად შევინარჩუნებთ და საზოგადოებას შევთავაზებთ განსხვავებულ, ხარისხიან და დახვეწილი დიზაინის მქონე კერძო სახლებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სუფთა ჰაერით, გამწვანებით და ლამაზი ხედებით.

ჟურნალი OK! 

ნოემბერი 2019წ.