სახლი ვიტრაჟული აივნით

სახლი ვიტრაჟული აივნით

ამერიკული სახლი დიდი აივნებით და პირველ სართულზე ვიტრაჟით, ბუნებასთან კიდევ უფრო გაახლოებთ. ორ სართულიანი სახლის მეორე სართულზე არსებული დიდი და ფრანგული აივნები შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო ფუნქციური და კომფორტული გახადოთ ის გარემო, რომელში ცხოვრებაც გადაწყვიტეთ. წიგნის წაკითხვა, ყვავილების მოვლა, სუფთა ჰაერზე ჯანსაღი საკვების მიღება თუ საღამოების გატარება ჭიქა ღვინით ხელში – ამ ყველაფრით ერთ სივრცეში, თქვენი მყუდრო ოთახებიდან ორ ნაბიჯში შეგიძლიათ დაკავდეთ.

დიდი მისაღები ოთახი და სამზარეულო ქმნის მშვიდ და ჰარმონიულ გარემოს თქვენი და თქვენი ოჯახის მაქსიმალურური კომფორტისთვის.

სახლის მეორე სართულზე არსებული დიდი საძინებლები, სველი წერტილები, გარდერობი და ვიტრაჟული აივანი მთლიანობაში 226 მ² შეაადგენს. საერთო ფართი სახლთან და ეზოსთან ერთად 423 მ²-ა, რომელიც სრულად თქვენი საკუთრება იქნება.

გარდა აივნებისა, მეორე სართულზე არსებული ორი სათავსო ოთახი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გარდერობად, ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად. სახლის უკან არსებულ 140 მ², გამწვანებულ ეზოში შესაძლებელია საბავშვო ატრაქციონების, ბასეინისა და გასართობი მოედნის მოწყობა. 

ამერიკული ტიპის სახლების მშენებლობა თბილისში, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს #21-ში მიმდინარეობს. ეს ადგილი უნიკალურია მისი მდებარეობით, რადგან დედაქალაქში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდება მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, შესაბამისად ხედის შეცვლისა და ჰაერის დაბინძურების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.