სახლი ტერასით

სახლი ტერასით

ამერიკული სახლი დიდი ტერასით – პროექტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. დიდი საზაფხულო ფართი, კომფორტული და ნათელი მისაღები ოთახი ვიტრაჟით, სამზარეულო თავისივე სათავსო ოთახით, მეორე სართულზე არსებული სამი საძინებელი და სველი წერტილები – თქვენი გემოვნებით მოწყობილი სახლი ნამდვილად შეგიქმნით ყოველდღიური სიმყუდროვის განცდას.

ამერიკული სახლის პროექტით გათვალისწინებულია 3 საძინებელი, რომელთა შორის ერთს აქვს საკუთარი აბაზანა. მეორე სართულზე ასევე გათვალისწინებულია დამოუკიდებელი სველი წერტილი, საგარდერობე და დამხმარე ოთახები.

ორ სართულიანი სახლის მესამე სართულზე არსებული 80 მ² ტერასა საუკეთესო ადგილია როგორც საზაფხულო წვეულებებისათვის, ასევე ორანჟერიის მოსაწყობად, რუჯის მისაღებად თუ ბავშვებისათვის განსაკუთრებული გარემოს შესაქმნელად.

გარდა ტერასისა, ამ პროექტის სახლებს მესამე სართულზე აქვს სათავსო ოთახი თქვენი საზაფხულო ნივთების შესანახად.  სახლის უკანა ეზო  საშუალებას იძლევა მოაწყოთ ღია საზაფხულო წვეულება ბასეინთან.

მთლიანი ფართი ეზოთი, ტერასით მე-3 სართულზე და უშუალოდ საცხოვრებელი სახლი 496 მ²-ია. მათ შორის, მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ფართი 209 მ²-ს შეადგენს.

ამერიკული ტიპის სახლების მშენებლობა თბილისში, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს #21-ში მიმდინარეობს. ეს ადგილი უნიკალურია მისი მდებარეობით, რადგან დედაქალაქში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდება მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, შესაბამისად ხედის შეცვლისა და ჰაერის დაბინძურების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.